საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მომდევნო გამოშვების სასწავლო პროცესი 19 თებერვალს დაიწყო, რომელიც როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტს მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ უეფას C ლიცენზიის კურსი, მწვრთნელთა საგანმანათლებლო პროგრამის ერთიანი მიდგომის ფარგლებში, გასული წლიდან განახლებული ფორმატით ტარდება და უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია.
ამ ეტაპზე, კურსზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. უეფას C ლიცენზიის კურსი მწვრთნელთა განათლების პროგრამის პირველი საფეხურია, რის შემდეგაც 1 წლის სამუშაო სტაჟის მქონე მწვრთნელებს საშუალება ექნებათ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე გააკეთონ განაცხადი.
www.gff.ge