ფეხბურთი

13:47 | 21.02.2019 | ნანახია 522 - ჯერ

ტიურამის შვილით „ჩელსი,“ „ლივერპული“ და „იუვენტუსი“ დაინტერესდნენ

საფრანგეთის ნაკრების ლეგენდარული მცველის, ლილიან ტიურამის ვაჟით, კეფრენით, „ჩელსი“ და „ლივერპული“ დაინტერესებულან - წერს Daily Mail. კეფრენ ტიურამი 17 წლის გახლავთ და ის „მონაკოს“ აკადემიის აღზრდილია. თუმცა, კლუბთან დღემდე არ გაუფორმებია პროფესიონალური კონტრაქტი.

ასე რომ, ზაფხულში ის, შესაძლოა, მინიმალურ ფასად გაიყიდოს. გამოცემის ცნობით, მისთვის თვალი „იუვენტუსსაც“ დაუდგამს.

ტიურამის „მონაკოდან“ წასვლა, კლუბში არსებული არეულობითაც შეიძლება აიხსნას. შეგახსენებთ, რომ „მონაკომ“ ბოლო თვეებში ორჯერ შეიცვალა მთავარი მწვრთნელი. ასევე თანამდებობიდან გაათავისუფლა სპორტული დირექტირი, მაიკლ ემენალო და ვიცე-პრეზიდენტი, ვადიმ ვასილიევი.

25 ტურის შემდეგ, 22 ქულით, „მონაკო,“ საფარნგეთის ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:01 | 01.03.2021
dinamo222 (8587)

გენტის ნაბ..რი შეფები ალბათ თავში ხელებს ირტყამენ ეს და ქვილითაია რომ გაუშვეს გუნდიდან ! და თუ არ ირტყაქმენ მით უარესაი მაგათთვის ესეიგი სულ მთლად დაყ...ბულები ყოფილან !

06:06 | 01.03.2021
lagashi (6738)

ქვილითაიას გარდა სხვას არავის გააქვს ამაზე მეტი გოლი, ეკუთვნის ნაკრებში გამოძახება

0.134645
522