ფეხბურთი

16:41 | 20.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" რაკიტიჩს შეუთანხმდა

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი მილანის „ინტერთან“ ახლოსაა. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ხორვატი ზაფხულში იტალიაში გადაბარგდება.

„ბარსელონა“ რაკიტიჩის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს ითხოვდა, ხოლო „ინტერი“ 35-ს სთავაზობდა. როგორც ირკვევა, მხარეები დათმობაზე წავიდნენ და 40 მილიონზე შეთანხმდნენ.

თავად ფეხბურთელი „ბარსაში“ ამჟამად 5.5 მილიონ ევროს იღებს გასამრჯელოს სახით და სავარაუდოდ, „ინტერშიც“ იგივე ხელფასი ექნება, რასაც ბონუსებიც დაემატება.

შეგახსენებთ, რომ ივან რაკიტიჩი „ბარსელონაში“ 2014 წელს გადავიდა. იქამდე ხორვატი ფეხბურთელი „ბაზელის“, „შალკესა“ და „სევილიას“ ღირსებას იცავდა.

0.115689