კალათბურთი

14:10 | 20.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ ბოქოლიშვილი: "ამ შესარჩევში გამოჩნდა, რომ ძლიერი მეტოქეების ძლევა ამ შემადგენლობითაც შეგვიძლია"

საბერძნეთის ძლიერ ნაკრებთან მოახლოებულ შეხვედრას იმედიანად უყურებს საქართველოს კალათბურთელთა გუნდის წევრი მერაბ ბოქოლიშვილი. თბილისის "დინამოს" წევრმა 21 თებერვალს დაგეგმილი მატჩის შესახებ კომენტარი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან გააკეთა.

"მგზავრობის შემდეგ უფრო აღდგენითი ხასიათის ვარჯიში გვქონდა და დიდი დატვირთვა არ მიგვიღია. სამწუხაროდ, კვლავ გვაქვს დანაკლისი, თუმცა, ამ შესარჩევში გამოჩნდა, რომ ამ შემადგენლობითაც ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია. ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით საბერძნეთი საკუთარ კედლებში როგორი ძლიერია, მომავალი მატჩის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ".

0.114217