შეკრებაზე მყოფი “საბურთალო”-2 ამხანაგურად ყაზახეთის პირველი ლიგის “კიზილჟარს” დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. მატჩი თურქეთის ქალაქ ბელეკში გაიმართა.
“საბურთალო”-2 მორიგ შეხვედრას “კრასნოდარის” დუბლშემადგენლობასთან გამართავს.
საბურთალო: მეგრელიშვილი, ჭანტურიშვილი, ბერიძე, ფურცელაძე, აბულაძე, ტალახაძე, ნონიკაშვილი, აფციაური, გობრონიძე, ფოჩხუა, გოჩოლეიშვილი.
მეორე ტაიმი: მეგრელიშვილი, ტაბატაძე, ავლოხაშვილი, ბერაია, ხარაიშვილი, კვეტენაძე, ნ. აბულაძე, ფოჩხუა, ღლონტი, გაბუნია, გულიაშვილი.
თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩები გამართეს “საბურთალოს” ჭაბუკთა გუნდებმა – 17 და 16 წლამდელები დანიის “როსკლაიდის” თანატოლებს დაუპირისპირდნენ. 2002 წლიანებმა 5:1 მოიგეს, ხოლო 2003 წელს დაბადებულებმა მეტოქეს ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანეს.
ვალერი გაგუას შეგირდებიდან გატანილი გოლებით თავი ჟივიძემ (ორჯერ), სახვაძემ, გოშთელიანმა და გვიშიანმა გამოიჩინეს, ხოლო დავით ხიტირის კრებულიდან მეტოქის კარი ჩივაძემ, სულაძემ, თავყელიშვილმა, მარტიაშვილმა და რუხაძემ აიღეს.
“საბურთალოს” ჭაბუკთა გუნდებმა თურქულ შეკრებაზე 3-3 ამხანაგური მატჩები გამართეს. თბილისელები სამშობლოში 21 თებერვალს დაბრუნდებიან.
საბურთალო U16: მაქაცარია, ჩივაძე, ტყემალაძე, გულიაშვილი, ლობჯანიძე, ბოსტოღანაშვილი, ჭედია, რუხაძე, კვერნაძე, კოზმანიდი, სულაძე.
ცვლილებაზე ითამაშეს: აბჟანდაძე, კვაშილავა, საჯაია, სანაია, გეგუჩაძე, ღონღაძე, თავყელიშვილი, მარტიაშვილი.
საბურთალო U17: საჯაია, მჭედლიშვილი, ლატარია, ჩახიძე, ჟვანია, ალექსიძე, თავზარაშვილი, გვიშიანი, ჟივიძე, უთმელიძე, სახვაძე.
ცვლილებაზე ითამაშეს: კალანდაძე, ამბროსიძე, გუგეშაშვილი, ხორავა, გოდერძიშვილი, გოშთელიანი, ოლქიშვილი.
"საბურთალოს" პრესსამსახური