ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ წარმატებული სტარტი აიღო შოტლანდიის დედაქალაქ გლაზგოში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.
ბოლქვაძემ საწყის რაუნდში ჰოლანდიელი სინდი ბურგერი 6:3, 4:6, 6:0 დაამარცხა და მერვედფინალში ფრანგ არმონი ტანს გაეჯიბრება.
წყვილთა შეჯიბრში ბოლქვაძე და თურქი პემრა ოზგენი მე-3 განთესვის მქონე ფრანგულ-ბელგიურ დუეტს (პონშე-ციმერმანი) დაუპირისპირდებიან.
გერმანული ალტენკირხენის 25-ათასიან ტურნირს დაემშვიდობა სოფო შაფათავა. ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა შეჯიბრში ბრიტანელ ემილი ვებლი-სმითთან ერთად ჩაება და უმთავრეს ფავორიტებად მიჩნეულ უზბეკ აკგულ ანანმურადოვასთანა და რუს ვალენტინა ივახნენკოსთან 6:4, 5:7, 9:11 წააგეს.
ანტალიის 15-ათასიანი შეჯიბრის სასტარტო წრეში მე-4 რეიტინგის მქონე რუმინელ ნიკოლეტა-კატალინა დასკალუსთან ჭიდილი ელის ზოზია ქარდავას.
წყვილებში ქარდავა და უნგრელი ვანდა ლუკაჩი გერმანულ-ბელგიურ დუეტთან (მატვიენკო-ვანლანგენდუნკი) 6:3, 1:6, 4:10 დამარცხდნენ.