ფეხბურთი

21:45 | 19.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივის" გამარჯვება რუსეთის პრემიერლიგის გუნდთან

თბილისის „ლოკომოტივმა“ ესპანურ შეკრებაზე მესამე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ამჯერად რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ „უფას“ გაეჯიბრა.

მატჩი დაძაბული გამოდგა და თბილისური გუნდის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე გავიდა - თემურ შონიამ საჯარიმო დარტყმა ჩინებულად შეასრულა და როგორც გაირკვა, ეს გამარჯვების გოლი იყო.

აღსანიშნავია, რომ „ლოკომოტივს“ 75-ე წუთზე ოთარ კობახიძე გაუძევეს, თუმცა ანგარიშის შენარჩუნება კაცნაკლულმაც მოახერხა.

ხსენებული თამაში „რკინიგზელებმა“ შემდეგი შემადგენლობით ჩაატარეს:

ბულისკერია (შეროზია 46), ჭანტურია, გურეშიძე, ანდრონიკაშვილი (გაბაძე 60), უბილავა (კომახიძე 60), კირკიტაძე (კობახიძე 60), შონია (ძებნიაური 70), გვალია (სამურაკასოვი 60), არდაზიშვილი (კიკაბიძე 65), ინჯგია (ჯიქია 60), სიხარულიძე (ოზბეთელაშვილი 75)

0.114235