ფეხბურთი

19:59 | 19.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილი სათამაშოდ მზადაა

საქართველოს ნაკრებისა და „სარაგოსას“ ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი მოედანს უბრუნდება. ესპანური მედიის ცნობით, ჩვენებური გამოჯანმრთელდა, სათამაშოდ მზადაა და არაგონელებს პამპლონას „ოსასუნასთან“ შეხვედრაში დაეხმარება.

პაპუნაშვილისთვის მიმდინარე სეზონი უიღბლოდ მიმდინარეობს და ტრავმების გამო მისი უდიდესი ნაწილის გამოტოვება მოუხდა. გიორგიმ პირველი ტრავმა დეკემბრის მიწურულს მოიშუშა და გამარჯვების გოლით დაუბრუნდა მოედანს, მაგრამ შემდეგ ორჯერ დაშავდა.

ბოლოს კი მოედანზე ერთი თვის წინ იყო. ესპანური მედიის ცნობით, „სარაგოსას“ თავკაცი ვიქტორ ფერნანდესი ჩვენებურზე დიდ იმედს ამყარებს და ამიტომ, პაპუნაშვილის დაბრუნებას კარგა ამბავს უწოდებს.

აქვე გეტყვით, რომ ქართველი შემტევის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 9 მატჩი და 1 გოლია. „სარაგოსა“ „ოსასუნას“ 23 თებერვალს სტუმრად დაუპირისპირდება.

0.116693