ესპანეთის სუპერთასის გათამაშებსი ფორმატი შესაძლოა შეიცვალოს. როგორც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა განაცხადა, სუპერთასი 4-გუნდიანი უნდა გახდეს.
ახალი ფორმატის თანახმად, ესპანეთის სუპერთასზე, 4 გუნდი (სამეფო თასის ფინალისტები და ჩემპიონატის მოწინავე ორი გუნდი) ითამაშებენ. ტურნირზე ნახევარფინალი და ფინალი ჩატარედება 5 დღის ინტერვალით. რუბიალესი მიიჩნევს, რომ ეს ფორმატი გაცილებით მიმზიდველი და საინტერესო იქნება გულშემატკივრებისთვის.
სავარაუდოდ, ესპანეთის სუპერთასზე "ოთხთა ფინალი" 2019-2020 წლების სეზონიდან ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასი ამჟამად მოქმედ ჩემპიონსა და თასის მფლობელს შორის ორმატჩიან დუელში თამაშდება.