კალათბურთი

16:06 | 19.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმერ ბოისა: "ფავორიტი საბერძნეთია, თუმცა, ჩვენ მაქსიმუმის გაკეთებას ვეცდებით"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უკვე საბერძნეთშია და მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ელადელებთან მატჩისთვის ემზადება.

მომავალი შეხვედრის შესახებ კომენტარი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ გააკეთა, რომელიც ჰერაკლიონში გუნდთან ერთად იმყოფება.

0.131565