საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ჰერაკლიონშია. თბილისიდან გამთენიისას ათენის ტრანზიტით გამგზავრებული ილიას ზუროსის გუნდი კუნძულ კრეტაზე ადვილობრივი დროით 10:30 საათზე ჩაფრინდა და სანაპირო ზოლთან მდებარე სასტუმრო "აქუილა ატლანტისში" დაბინავდა.
ეროვნული გუნდის წევრები ისადილებენ და საღამოს 5 საათამდე დაისვენებენ, რის შემდეგაც Dyo Aorakia არენაზე პირველ ვარჯიშს ჩაატარებენ. შეგახსენებთ, რომ ქართველ კალათბურთელებს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საბერძნეთთან მატჩს 21 თებერვალს ჩაატარებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვინმემ აგვიხსნას რა, იტალიაში მოთამაშე ჯანელიძე, როგორ ვერ ჯობია: ბექაურს, ლონდარიძეს,დვალიშვილს ან ჭოჭუას? ან ანდრონიკაშვილი ასე აღემატება ბულაშვილს? პირველს ყველა თამაშში იწვევს მეორეს შანსიც არ მისცემია.იქნებ ჯანელიძე და ბულაშვილიც უარზეა გაგვაგებინონ ბატონო რაშია საქმე, ასეთ სიტუაციაა და ფედერაციის პრეზიდენტი კომენდატორობისთვის იცლის ვაა.