ჩოგბურთი

14:50 | 19.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე დიდ ბრიტანეთში, დევიძე – შტატებში

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე დიდ ბრიტანეთში იმყოფება და დღეიდან შოტლანდიის დედაქალაქ გლაზგოს საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.

ბოლქვაძე ძირითად ბადეშია დაშვებული და პირველ წრეში ჰოლანდიელ სინდი ბურგერს ეთამაშება. წყვილებში მარიამი და თურქი პემრა ოზგენი მე-3 ნომრად განთესილ ფრანგულ-ბელგიურ დუეტს (პონშე-ციმერმანი) გაეჯიბრებიან.

აშშ-ში, რანჩო სანტას 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა სალომე დევიძე, თუმცა, კვალიფიკაციის სასტარტო რაუნდში მე-9 განთესვის მქონე ამერიკელ ემინა ბეკტასთან 7:6 (7:5), 3:6, 9:11 წააგო.

0.125216