ფეხბურთი

10:23 | 19.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოლა: „თუ მესი გაცივდება, ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება“

„ლიონის“ პრეზიდენტმა, ჟან-მიშელ ოლამ, ჩემპიონთა ლიგის „ბარსელონასთან“ პირველი მერვედფინალური მატჩის წინ, ჟურნალისტებს კატალონიელთა ლიდერის, ლიონელ მესის შესახებ ესაუბრა.

„2004 წელს „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ვითამაშეთ, მაშინ კრიშტიანუ რონალდუ უბრალოდ დაფრინავდა. ისეთი ბიჭების პირისპირაც დავმდგარვართ, როგორებიც დევიდ ბექემი და ლეო მესი არიან. თუმცა, არგენტინელი ჩვენს წინააღმდეგ არასოდეს გარჯილა აღმაფრენით. ვიმედოვნებთ, ეს ტრადიცია გაგრძელდება. ხოლო თუ მესი გაცივდება, ეს ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება“ - ციტირებს ოლას სიტყვებს Daily Express.

„ლიონისა“ და „ბარსელონას“ პირველი მერვედფინალური შეხვედრა დღეს, 19 თებერვალს გაიმართება ლიონის „სტად დე ლიუმიერზე.“

0.125737