წუხელ, ლონდონის „სტემფორდ ბრიჯზე,“ ინგლისის ასოციაციის თასის ბოლო მეოთხედფინალისტი გაირკვა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სტუმრად „ჩელსის“ 2:0 მოუგო და შემდგომ ეტაპზე გავიდა.
მატჩის გმირი მანჩესტერელი პოლ პოგბა გახდა, რომელმაც ჯერ ანდერ ერერას გაატანინა, შემდეგ კი თავადაც გამოიჩინა თავი.
მერე პოგბამ BBC-ს უთხრა: „ლამაზად გავიმარჯვეთ. მთელმა გუნდმა ჩინებულად ითამაშა. ცხადია, ადვილი არ იყო, მაგრამ შევძელით და ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ.
თანაგუნდელებმა საშუალება მომცეს ბოლომდე დავხარჯულიყავი. ერთად თამაშით დიდ სიამოვნებას ვიღებთ.
ჩენ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვართ, გამარჯვებებისა და ტიტულების გამო ვთამაშობთ. სოლსკიაერმა ამ საქმეს იმიტომ მოჰკიდა ხელი, რომ იცის, თავს გაართმევს. ის ჩვენ გვენდობა. ჩვენ - მას.“
მეოთხედფინალში „მანჩესტერი“ „ვულვერჰემპტონს“ შეხვდება, „სუონსი“ -
„სიტის,“ „უოტფორდი“ – „კრისტალ პალასს, ხოლო „მილუოლი“ – „ბრაიტონ ალბიონს.“