ჩოგბურთი

0:00 | 19.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ გერმანული ალტენკირხენის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გასვლა ვერ მოახერხა.

კვალიფიკაციაში მე-11 ნომრად განთესილმა შაფათავამ პირველ წრეში რუსი ვარვარა გრაჩევა 7:5, 6:2 დაამარცხა, გადამწყვეტ რაუნდში კი მე-5 განთესვის მქონე პოლონელ მაია ხვალინსკასთან 1:6, 4:6 წააგო.
წყვილთა შეჯიბრში სოფო ბრიტანელ ემილი ვებლი-სმითთან გახლავთ შეამხანაგებული და ძალებს უზბეკ აკგულ ანანმურადოვასთანა და რუს ვალენტინა ივახნენკოსთან მოსინჯავს.

0.142419