ფეხბურთი

23:10 | 18.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" თურქული შეკრება ყაზახებთან ფრით დაასრულა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "საბურთალომ" თურქული შეკრება დაასრულა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუდის მეტოქე ყაზახური "კაისარი" გახლდათ და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

მატჩის პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში ანგარიში ყაზახებმა პენალტის მეშვეობით გახსნენს. თბილისელებმა 64-ე წუთზე, ვლადიმერ დვალიშვილის გოლით გაათანაბრეს და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.

აღნიშნულ მატჩში "საბურთალომ" ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

"საბურთალო" (პირველი ტაიმი): შელიხოვი, მალი, მარგველაშვილი, კაკუბავა, თევზაძე, ტერა, გვარაძე, გი, გონსალვესი, გოშთელიანი, დვალიშვილი

მეორე ტაიმში ითამაშეს: მიგინეიშვილი, ჯინჯოლავა, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი, ჩაბრაძე, გორგიაშვილი, ალთუნაშვილი, დიასამიძე, კოხრეიძე

"საბურთალო" მოზადებას თბილისში გააგრძელებს, ახალ სეზონს კი 24 თებერვალს, ქუთაისის "ტორპედოსთან" საქართველოს სუპერთასის მატჩით გახსნის.

თეგებისაბურთალო
0.117687