ნიკა ვოლკოვის პირველობით დასრულდა ტრადიციული საკვირაო ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში. გამარჯვებულმა 11-დან 9 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ ირაკლი ჯანიაშვილს. 8-8 ქულით III-VI ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: 3. თორნიკე სანიკიძე; 4. მაკა ფურცელაძე; 5. გიორგი ნიკოლაშვილი; 6. ნიკოლოზ პეტრიაშვილი.
ქალთა შორის საუკეთესო შედეგი მაკა ფურცელაძემ აჩვენა, ხოლო 1800-მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებში - მარიამ ჯანიაშვილმა.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახური