ჭიდაობა

15:15 | 18.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"თავისუფლების" 9 მედალი უკრაინიდან

15-16 თებერვალს, უკრაინის ქალაქ ხარკოვში თავისუფალ ჭიდაობაში ოვანეს სააკიანის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს, სომხეთის, მოლდოვასა და უკრაინის გუნდებმა მიიღეს.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ჩვენი ნაკრების ანგარიშზე 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია.

ტურნირის გამარჯვებულები დავით ტლაშაძე (74 კგ.), მამუკა კორძაია (97 კგ.) და ალექსი ჟორჟოლიანი (125 კგ.) გახდნენ, ჩემპიონობამდე თითო გამარჯვება დააკლდათ და შესაბამისად, მეორე საპრიზო ადგილები გოგა ძიგუამ (57 კგ.), კონსტანტინე ხაბალაშვილმა (70 კგ.) და თორნიკე კვინიკაძემ (86 კგ.) დაიკავეს, ბრინჯაოს მედლებს კი მირზა სხულუხია (70 კგ.), დავით ფირუზაშვილი (86 კგ.) და მარად ვანაძე (125 კგ.) დაეუფლნენ.

0.117417