ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტური დარჩა, გასარკვევი კი პლეიოფის მერვედფინალის კიდევ 4 მონაწილის ვინაობაა. ლიგის შარშანდელმა ჩემპიონმა მონპელიემ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და პლეიოფში გასასვლელი შანსები გაიუმჯობესა.
მიმოხილვა, მე-12 ტური: https://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-12/1464155
ფრანგულმა კლუბმა პოლონეთში 28-27 დაამარცხა კელცე, მაგრამ მოიგო კონკურენტმაც - ბელარუსის მეშკოვ-ბრესტმა 2 ქულა გერმანიის რაინ-ნეკართან აიღო - 27-24. ორივე გუნდს ახლა 7-7 ქულა აქვს. მონპელიეს უკეთესი პირადი ბალანსი აქვს ბელარუსებთან (23-26, 29-23), მაგრამ ორი მძიმე თამაში ელის ბარსელონასთან და სკოპიეში, ვარდართან. მეშკოვი მომდევნო ტურში ვესპრემს სტუმრობს და შემდეგ იღებს კრისტიანსტადს, რომელსაც ასევე შერჩა A ჯგუფიდან ბოლო, მეექვსე გამსვლელი ადგილის დაკავების შანსი.
ფლენზბურგმა ბოლო წამზე გატანილი შვიდმეტრიანით 27-26 დაამარცხა ზაგრები და B ჯგუფიდან პლეიოფის მესამე საგზური გაინაღდა პარი სენ-ჟერმენისა და სეგედის შემდეგ. ჯგუფური ეტაპი 3 მარტს დასრულდება.
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2018-19, კაცები
პირველი ჯგუფური ეტაპი, 12 ტური, 13-17 თებერვალი
A: ბარსა 20, ვესპრემი 16, ვარდარი 15, კელცე 14, რაინ-ნეკარი 12, მონპელიე 7 - მეშკოვი 7, კრისტიანსტადი 5
ვარდარი (მკდ) - ვესპრემი (უნგ) 27-29
დისინგერი 5, კრიშტოპანსი, სკუბე 4 - ლეკაი 7, ნადი 6
კელცე (პოლ) - მონპელიე (საფ) 27-28
აგინაგალდე, ფერნანდესი, ლიევსკი 4 - გრები, რიშარსონი 6, პორტი 4
მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) - რაინ ნეკარი (გერ) 27-24
ბარსა (ესპ) - კრისტიანსტადი (შვდ) 43-26
--
B: პსჟ 22, სეგედი 19, ფლენზბურგი 12, ნანტი 11, ზაგრები 10, ზაპოროჟიე 9 - ცელიე 7, სკიერნი 6
ფლენზბურგი (გერ) - ცელიე (სლნ) 27-26
სკიერნი (დან) - ნანტი (საფ) 32-34
სეგედი (უნგ) - მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 30-29
პარი სენ ჟერმენი (საფ) - ზაგრები (ხორ) 33-28
A, B: გამარჯვებულები გადიან მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები - მერვედფინალში
12 ტური: 20-24 თებერვალი
C და D ჯგუფები, პლეიოფი
სპორტინგი (პორ) - დინამო ბუკურეშტი (რუმ): 23, 28 თებერვალი
ვისლა პლოცკი (პოლ) - სილკებორგი (დან): 23 თებერვალი, 3 მარტი