ბოლოს ყველაფერი მთავრდებაო, ნათქვამია და პრიმერაში „რეალის“ მიჯრით ხუთმოგებიანი სერიაც მოკრძალებულმა „ჟირონამ“ დაამთავრა, თან სად? ზედ “სანტიაგო ბერნაბეუზე.“
ალბათ უფრო მართებული იქნება ვთქვათ, რომ „რეალმა“ წააგო და არა „ჟირონამ“ მოიგო. მადრიდელები აშკარად მოწინააღმდეგის შეუფასებლობამ დაღუპა და ტიტულისათვის ბრძოლა კუდევ უფრო გაურთულა.
რეალელები მძიმედ, უხასიათოდ მოქმედებდნენ. მით უმეტეს, გოლიც გაიტანეს და მინიმალური უპირატესობის შენარჩუნებას კლასის ხარჯზე აპირებდნენ. მეორე ნახევრის დასაწყისში ხომ ლამის თავი დაანებეს თამაშს. დაანებეს და დაისაჯნენ. ჯერ სტუანიმ გაათანაბრა პენალტით, შემდეგ კი პორტუმ მეორეც გაიტანა. მადრიდელები ამის შემდეგ თითქოს გამოფხიზლდნენ, მაგრამ თამაში ვეღარ ააწყვეს და უნმიშვნელოვანესი ქულები დაკარგეს.
კვლავ გააძევეს „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი. Squawka-ს ცნობით, ეს რამოსის, ჯამში მე-20 წითელი ბარათი გახლდათ პრიმერას ისტორიაში. ამდენი, ესპანეთის ჩემპიონატში, მანამდე არავის მიუღია.
ყველა ტურნირში კი ეს 32 წლის რამოსის 25-ე გაძევებაა.
„სევილიას“ ოთხეულში მკვიდრად დადგომის შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ ივაჟკაცა. ეგ კი არა, „ვილიარეალთან“ განადგურდა და ახლა უშუალო მდევარ „ხეტაფეს“ ერთი ქულითღა უსწრებს.
ესპანეთი
პრიმერა. 24-ე ტური. 17 თებერვალი
რეალი - ჟირონა 1:2
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ.“ 68 099
1:0 კაზემირო (25), 1:1 სტუანი (65, პენ), 1:2 პორტუ (75)
რეალი: კურტუა, მარსელო, რამოსი, ვარანი, ოდრიოსოლა, სებალიოსი (დიასი 74), კაზემირო, კროოსი, ასენსიო (ბეილი 66), ვასკესი (ვინისიუსი 58), ბენზემა
მწვრთნელი: სანტიაგო სოლარი
ჟირონა: ბუნუ, ხუანპე, ალკალია, რამალიო, გარსია, გრანელი, დუგლას ლუისი, პონსი (ალექს გარსია 46), პორო (ლოსანო 46), სტუანი, პორტუ (ფერნანდესი 84)
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი
მსაჯი: კუადრა ფერნანდესი
გაფრთხილება: რამოსი (64), კაზემირო (88); ლოსანო (48), ალკალია (87)
გაძევება: რამოსი (90)
ვილიარეალი - სევილია 3:0
ვილიარეალი. „დე ლა სერამიკა.“ 17 402
1:0 ალვარო გონსალესი (20), 2:0 ეკამბი (45), 3:0 პედრასა (86)
ვილიარელი: ასენხო, რუისი, ბონერა (ფუნეს მორი 24), ალვარო გონსალესი, პედრასა, კასერესი (მორლანესი 76), კასორლა, იბორა, გასპარი, ტოკო ეკამბი, ბაკა (ფორნალსი 67)
მწვრთნელი: ხავი კალიეხა
სევილია: ვაცლიკი, ვებერი, კაიერი (ესკუდერო 64), გომესი, პრომესი, ამადუ, მესა, ნავასი (ბენ-იედერი 46), ვასკესი (სარაბია 46), ელ ჰადადი, ანდრე სილვა
მწვრთნელი: პაბლო მაჩინი
მსაჯი: ხოსე ლის გონსალესი
გაფრთხილება: ტოკო ეკამბი (12), გონსალესი (52), გასპარი (68), ფუნეს მორი (81); მესა (60)
ვალენსია - ესპანიოლი 0:0
ბეტისი - ალავესი 1:1
1:0 ლო ჩელსო (15), 1:1 მარიპანი (28)