ფეხბურთი

1:49 | 18.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხარაიშვილმა სეზონი საგოლე პასით დაიწყო (+VIDEO)

შვედეთში 2019 წლის საფეხბურთო სეზონი სათასო ბატალიებით გაიხსნა. გიორგი ხარაიშვილის „გიოტებორგი“ მერვე ჯგუფში იმყოფება, სადაც პირველი ტურის მატჩი სტუმრად „ნიკოპინგსთან“ ჩაატარა და 2:0 მოიგო.

მეორე გოლი სტუმრებმა 85-ე წუთზე გაიტანეს, საგოლე პასი კი გოლის ავტორ ოლსონს ხარაიშვილმა გაუკეთა. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და 90-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.

ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს „გიოტებორგი“ 25 თებერვალს, შინ „გაისთან“ ჩაატარებს.

0.114274