ფეხბურთი

1:35 | 18.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენი" ჩემპიონთა ლიგის ზონასთან

გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტური ოთხ დღეზეა გაწერილი, პარასკევს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება. დასასრულამდე კვირა ორი მატჩი გაიმართა.

„გლადბახმა“, რომელიც ოთხეულშია და მეორე ადგილისთვისაც იწევს მნიშვნელოვანი ქუელბი დაკარგა. თუმცა, „ბორუსიას“ არ ჰქონია ადვილი მატჩი და წინასწა 3 ქულას ალბათ ვერც დაგეგმავდა. ფრანკფურტში, „აინტრახტის“ ძლევა ხომ ადვილი არავისთვისაა. ახლაც ასე იყო და „აინტრახტი“ ახლოს იყო გამარჯვებასთან. პირველი ტაიმის ბოლოს და კოსტას გოლით კარგა ხანს იგებდა. „გალდბახმა“ მარცხისგან თავის დახსნა ზაკარიას 82-ე წუთზე გატანილი გოლით მოახერხა. დიტერ ჰიონესის გუნდი 43 ქულით მესამე, თუმცა, მეორე ადგილს საკმაოდ მოსცილდა და ამასობაში მეოთხეადგილოსანი „ლაიფციგიც“ ხელის გაწვდენაზეა.

დღის კიდევ ერთი მატჩი „ბაი არენაზე“ შედგა, სადაც „ლევერკუზენმა“ „დიუსელდორფი“ როგორც მოსალოდნელი იყო დაამარცხა. „ფარმაცევტებისთვის“ წელი კარგად დაიწყო და მეხუთე პოოზიციაზე არიან. ოდნავ თუ მოუმატებენ, ვინძლო ჩემპიონთა ლიგის ზონაშიც შეაღწიონ.

„აინტრახტი“ – „გლადბახი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 და კოსტა (45), 1:1 ზაკარია (82)

„ლევერკუზენი“ – „დიუსელდორფი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ჰავერცი (18), 2:0 ბაილი (66)

თეგებიბუნდესლიგა
0.173012