საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულმა ლუკა ბულაშვილმა ესპანეთის რანგით მე-4 ლიგის (EBA) A-B ჯგუფში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა.
ბულაშვილის “კულერედომ” სტუმრად “აგუსტინოს ლეკლერკს” 71:60 სძლია, 20 წლის ქართველი უკანახაზელი კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30:19 წუთში 23 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
ლუკამ 8-დან 5 ორქულიანი, 9-დან 2 სამქულიანი და 12-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 9-ჯერ დაჯარიმდნენ.
ამ დროისთვის, ბულაშვილს სეზონში 16 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 32.03 წუთი, 21.8 ქულა, 4.3 მოხსნა, 2.9 პასი, 2.6 ჩაჭრა, სარგებლიანობის კოეფიციენტი 20.2.
“კულერედო” 12 მოგებითა და 5 მარცხით მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 24 თებერვალს, შინ, ერთპიროვნულ ლიდერ “პონფერადასთან” ჩაატარებს.