ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) მალევე გამოეთიშა.
კვალიფიკაციაში მე-9 ნომრად განთესილი გორგოძე საწყის რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე უნგრელ გრეტა არნს გაეჯიბრა და 5:7, 6:1, 2:6 დამარცხდა.