ესპანური პრიმერადივიზიონის 24-ე ტურის მატჩში, „რეალმა“ შინ მოულოდნელად „ჟორონასთან“ წააგო (1:2) და ტიტულისთვის ბრძოლაში საქმე გაირთულა.
კვლავ გააძევეს მადრიდელთა კაპიტანი. სერხიო რამოსმა პირველი ყვითელი ბარათი 64-ე წუთზე მიიღო, 90-ზე კი მსაჯმა, კუადრა ფერნანდესმა, მეორედ „გააყვითლა,“ რაც ავტომატურად გაძევებას ნიშნავდა.
Squawka-ს ცნობით, ეს რამოსის, ჯამში მე-20 წითელი ბარათი გახლდათ პრიმერას ისტორიაში. ამდენი, ესპანეთის ჩემპიონატში, მანამდე არავის მიუღია.
ყველა ტურნირში კი ეს 32 წლის რამოსის 25-ე გაძევებაა „რეალის“ მაისურით.