ფეხბურთი

17:50 | 17.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ირანში ბუნდესლიგის მატჩი მანდილოსანი მსაჯის გამო არ აჩვენეს

გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო ტურის მატჩი, „აუგსბურგსა“ და „ბაიერნს“ შორის ქალბატონმა, ბიბიანა სტეინჰაუსმა იმსაჯა. ამაში სიახლე არაფერია, გერმანელი ქალი არბიტრი უკვე სტაბილურად მსაჯობს ბუნდესლიგის მატჩებს და ეს არავის გაკვირვებია.

ახლა სხვა ამბავი უნდა გიამბოთ - ირანის ერთ-ერთმა ტელევიზიამ, რომელსაც ხსენებული მატჩის ტრნასლაცია ჰქონდა დაგეგმილი, გრაფიკი შეცვალა და თამაში არ აჩვენა.

ამის მიზეზი სწორედ სტეინჰაუსი გახლავთ. ირანის კანონმდებლობის თანახმად, ლიბერალურად ჩაცმული ქალების ტელევიზიით ჩვენება იკრძალება. ბიბიანას კი, მსაჯობა შორტებით უწევდა და ბუნებრივია, ირანში ეს თამამ ჩაცმულობად მიიჩნევა.

აქვე გეტყვით, რომ სტეინჰაუსმა ბუნდესლიგაში პირველად 2017 წლის სექტემბერში იმსაჯა, როდესაც „ჰერტასა“ და „ვერდერის“ შეხვედრას გაუძღვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112168