ფეხბურთი

15:11 | 17.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოელთა" ამბები თურქული შეკრებიდან

“საბურთალოს” 19 წლამდე გუნდმა მორიგი ამხანაგური მატჩი დანიის “ნესბისთან” გამართა და მიუხედავად ორბურთიანი ჩამორჩენისა, შეხვედრა სასურველი შედეგით დაასრულა - 3:2. გამარჯვების მომტანი გოლი თბილისელებმა ბოლო წუთებზე გაიტანეს. მეტოქის კარი ბერუჩაშვილმა, ბლიაძემ და კოპალეიშვილმა აიღეს.
შეგახსენებთ, რომ 19 წლამდელები უკვე რამდენიმე დღეა თურქულ შეკრებაზე იმყოფებიან. ქალაქელები სიდეში კიდევ ერთ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებენ.
საბურთალო: ლეჟავა, ტალახაძე, გოდერძიშვილი, დევდარიანი, შაქარაშვილი, ჩხაიძე, ჯანაშია, ახლოური, აფრიდონიძე, ჭიაბრიშვილი, გოჩოლეიშვილი.
ცვლილებაზე ითამაშეს: კენჭაძე, ასკურავა, ხარაზიშვილი, ხურცილავა, ბერუჩაშვილი, ბლიაძე, კოპალეიშვილი.

თურქულ შეკრებას განაგრძობენ “საბურთალოს” 16 და 17 წლამდელები. ჭაბუკებმა მორიგი საკონტროლო მატჩები ასევე დანიის “ნესბის” თანატოლებთან გამართეს. უფროსებმა ფრედ 2:2 დაასრულეს, შეხვედრა. გოლები გოშთელიანმა და სახვაძემ გაიტანეს. რაც შეეხებათ უმცროსებს – თბილისელები სკანდინავიელ თანატოლებთან დიდ უპირატესობას ფლობდნენ. მე-60-ე წუთისთვის დავით ხიტირის შეგირდები 1:0 იგებდნენ, თუმცა ამინდის გაუარესებიდან გამომდინარე, მატჩი შეწყდა. ერთადერთი გოლი კოზმანიდიმ გაიტანა.
საბურთალო 16 წლამდე: მაქაცარია, საჯაია, კვაშილავა, ჩივაძე, რუხაძე, სანაია, გეგუჩაძე, კოზმანიდი, კვერნაძე, თავყელიშვილი, ღონღაძე.
ცვლილებაზე ითამაშეს: აბჟანდაძე, ბოსტოღანაშვილი, ჭედია, გულიაშვილი, მარტიაშვილი.
საბურთალო 17 წლამდე: საჯაია, მჭედლიშვილი, გუგეშაშვილი, ჩახიძე, ხორავა, ალექსიძე, გოდერძიშვილი, გვიშიანი, ამბროსაძე, ჯიბლაძე, გოშთელიანი.
ცვლილებაზე ითამაშეს: კალანდაძე, ლატარია, კოზმავა, ჟვანია, თავზარაშვილი, უთმელიძე, ჟივიძე, ოლქიშვილი, სახვაძე.

საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი “საბურთალო” 24 თებერვალს სუპერთასის გათამაშებაში გასული წლის თასის მფლობელს ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდება და წარმატების მიღწევას ეცდება. აღნიშნული გუნდების მონაწილეობით მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება. ხსენებული შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს.
ამავე მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა მატჩი 1 მარტსაც, როდესაც თბილისელები ეროვნული ლიგის გახსნით შეხვედრაში ბათუმის დინამოელებს უმასპინძლებენ. “საბურთალოსა” და “დინამოს” მატჩი 19:00 საათზე აიღებს სტარტს.

"საბურთალოს" პრესსამსახური

თეგებისაბურთალო
0.063486