ჩოგბურთი

14:47 | 17.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე ბუდაპეშტის ტურნირის ძირითად ბადეში გასასვლელად იბრძოლებს

ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ეკატერინე გორგოძე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება და დღეიდან საერთაშორისო ტურნირში ჩაება, რომლის საპრიზო ფონდიც 250 ათასი დოლარია.

გორგოძე კვალიფიკაციაში მე-9 ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში “უაილდ ქარდის” მქონე მასპინძელ გრეტა არნს ეთამაშება. თუკი ეკომ მას აჯობა, გადამწყვეტი შერკინება ესპანელ პაულა ბადოსა გიბერტსა (მე-3 განთესვა) და უნგრელ ადრიენ ნაგის შორის უმჯობესთან ელის.

0.119313