ფეხბურთი

19:10 | 17.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" მანოლასის გამოსასყიდ თანხას გაზრდის

"რომა" შეეცდება საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მცველს კონსტანტინოს მანოლასს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა შეუცვალოს. როგორც Corriere dello Sport-ი იუწყება, "მგლების" მიზანია ან გამოსასყიდი თანხა ხელშეკრულებიდან ამოიღოს, ან 36-დან 50 მილიონ ევრომდე გაზარდოს. ჯერჯერობით ბერძენი მცველის პოზიცია აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით უცნობია.

მანოლასი "რომას" 2014 წელს "ოლიმპიაკოსდან" შეუერთდა და მას შემდეგ კოსტასი მუდმივად პროგრესირებს. ბერძენის სატრანსფერო ღირებულება 2014 წლის შემდეგ 11-დან 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა, მის მიმართ ინტერესს კი "იუვენტუსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენენ. "რომას" რიგებში მანოლასმა 197 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.112294