კალათბურთი

17:45 | 17.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ ჯორდანის ათი საუკეთესო მონეტი (+VIDEO)

1963 წელს დაიბადა მაიკლ ჯორდანი. საერთო აღიარებით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი (198 სმ). კალათბურთიდან პირველად წასვლამდე, 13 სეზონის განმავლობაში თამაშობდა “ჩიკაგო ბულზში” და ექვსჯერ გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი (1991-1993, 1996-1998). ხუთჯერ დაასახელეს ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშედ. მაიკლ ჯორდანს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეთა შორის საუკეთესო საშუალო მაჩვენებელი აქვს: 30,12 ქულა მატჩში (უილტ ჩემბერლენის შედეგი 30,06 ქულაა). სულ კი 32 292 ქულა დააგროვა და პარტნიორებს 5 633 შედეგიანი გადაცემა გაუკეთა.

ჯორდანი ორჯერ დაბრუნდა NBA-ში (2002 წელს “ვაშინგტონ უიზარდსის” შემადგენლობაში) და კვლავინდებურად უმაღლეს დონეზე თამაშს ახერხებდა. 14-ჯერ იასპარეზა “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. მაიკლ ჯორდანი 1984 და 1992 წლების ოლიმპიური ჩემპიონია. 1991-ში დაასახელეს პლანეტის წლის საუკეთესო სპორტსმენად.

0.143016