ფეხბურთი

14:15 | 17.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაკიტიჩსა და "ბარსელონას" შორის მოლაპარაკება ზაფხულიდან დაიწყება

ხორვატიის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკება კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ზაფხულიდან დაიწყება. როგორც Marca იუწყება, რაკიტიჩს სურს სეზონის მსვლელობის პერიოდში მხოლოდ ფეხბურთზე იფიქროს.

ესპანური მედიასაშუალება ასევე ვარაუდობს, რომ რაკიტიჩი დარწმუნებულია ახალ კონტრაქტში და ამიტომაც მიიღეს მხარეებმა ეს გადაწყვეტილება. ივანს კლუბთან ხელშეკრულება 2021 წელს უმთავრდება, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება 65 მილიონი ევროა.

რაკიტიჩი "ბარსელონაში" 2014 წელს "სევილიადან" გადავიდა. "ბლაუგრანას" მაისურით ხორვატმა მიმდინარე სეზონში 35 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება გაორმაგდა.

0.118994