ფეხბურთი

1:57 | 17.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრიმერა: „ბარსამ“ ჭრიალით, მაგრამ მაინც მოიგო

ზედიზედ სამი ფრის შემდეგ, როგორც იქნა, გაიმარჯვა „ბარსელონამ,“ 1:0 „ვალიადოლიდთან.“ პრიმერაში კატალონიელებს ბოლოს 20 იანვარს მოეგოთ „ლეგანესთან.“ ამჯერად კი გაიმარჯვეს, მაგრამ მათი ქომაგები არ გვგონია, კმაყოფილები დარჩენილიყვნენ. ვალვერდეს შეგირდები უფხოდ, უილაჯოდ ირჯებოდნენ. ბურთი სტუმართა ნახევარზე კი ტრიალებდა, მაგრამ არც სწრაფი შეტევები ჩანდა და არც შემოქმედებითობა. თუმცა, გოლი მაინც გაიტანეს, ჟერარ პიკეს წაქცევისათვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა ლეო მესიმ. ამან მეორე ტაიმში სურათი ცოტათი შეცვალა, სტუმრები უფრო გაიხსნენ და მასპინძლებს მეტი სივრცე გაუჩნდათ, მაგრამ საგოლე მომენტებს ისევ ანიავებდნენ. ბოლოსკენ მარტო შეცვლაზე შესულმა ლუის სუარესმა გააცუდა ოთხი. აქ ვალიადოლიდელთა მეკარე ხორდი მასიპიც არ უნდა დაგვავიწყდეს. მან რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და მერე მესისაც აუღო პენალტი, 85-ე წუთზე.

თებერვალი ნამდვილად ვერაა „ბარსასი.“

„რაიო ვლეკანო“ და „ატლეტიკო“ 24-ე ტურს, ზედიზედ ორ-ორი წაგების შემდეგ დაუპირისპირდნენ. მადრიდული დერბი კი იყო, მაგრამ გუნდები ცხრილის განსხვავებულ მონაკვეთებში იმყოფებიან, „ატლეტიკო“ ზემოდან მესამეზეა (ახლა მეორეზე), „რაიო“ კი - ქვემოდან.

სტუმრებს მეორე წუთზევე უნდა გატანათ, მაგრამ საულმა კარს ააცილა. მერე მასპინძლები ნელ-ნელა გათამამდნენ და ატლეტიკოელები შეავიწროვეს კიდევაც, მაგრამ ხან თვითონ სცოდავდნენ და ხელსაყრელ მომენტებს ვერ იყენებდნენ, ხანაც სტუმართა მეკარე თამაშობდა დიდებულად.

ბოლოსკენ კი მოხდა ის, რაც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, კლასმა მაინც თავისი თქვა და დამთავრებამდე 15 წუთით ადრე, ანტუან გრიზმანმა გამარჯვებისა გაიტანა.

„ლევანტემ“ სტუმრად „სელტას“ 4:1 მოუგო. დუბლით გამოირჩა ხოსე ლუის მორალესი. ორი გოლი გაიტანა სანსებასტიანელმა მიკელ ოიარსაბალმაც. ხოლო მისმა „სოსიედადმა“ შინ „ლეგანესი“ 3:0 გაანადგურა.

ესპანეთი

პრიმერა. 24-ე ტური. 16 თებერვალი

ბარსელონა - ვალიადოლიდი 1:0

ბარსელონა. „კამპ ნოუ.“ 67 435

1:0 მესი (43, პენ)

85-ე წუთზე მესიმ ვერ გაიტანა პენალტი

ბარსელონა: ტერ შტეგენი, რობერტო, პიკე, ვერმალენი, ალბა, ბუსკეტსი, ვიდალი, ალენია (რაკიტიჩი 76), დემბელე (კოუტინიო 70), მესი, ბოატენგი (ლუის სუარესი 60)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ვალიადოლიდი: მასილი, ფერნანდესი, ოლივასი, კალერო, ანტინიტო, ნაჩო, მიჩელი, ანუარი, ვერდე (ტონი სუარესი 67, პლასა 76), სერხი გვარდიოლა, უნალი (კეკომ 79)

მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

მსაჯი: ხუან მუნერა

გაფრთხილება: მესი (67); უნალი (11), ანუარი (34), მიჩელი (70)

რაიო ვალეკანო - ატლეტიკო 0:1

მადრიდი. „კამპო-დე-ვალიეკასი.“ 13 880

0:1 გრიზმანი (74)

რაიო ვალეკანო: დიმიტრიევსკი, ახმატი, ბა, გალვესი (გარსია 76), მორენო, კომესანია, მარიო სუარესი, ტიტო, ემბარბა (პოსო 57), ტრეხო (ბებე 57), დე ტომასი

მწვრთნელი: მიჩელი

ატლეტიკო: ობლაკი, ფილიპე ლუისი, გოდინი, ხიმენესი, არიასი, ვიტოლო (დიეგო კოშტა 60), საული, როდრი (სავიჩი 75), კორეა (ლემარი 60), გრიზმანი, მორატა

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: ხილ მონსანო

გაფრთხილება: ხიმენესი (90+2)

სელტა - ლევანტე 1:4

0:1 მორალესი (20), 0:2 კოკე (40), 0:3 მორალესი (62), 1:3 მენდესი (87, პენ) 1:4 მაიორალი (89)

გაძევება: ბედებუზი (სელტა)

სოსიედადი - ლეგანესი 3:0

1:0, 2:0 ოიარსაბალი (50, 59), 3:0 ვილიანი (75)

15 თებერვალი

ეიბარი - ხეტაფე 2:2

0:1 ხაიმე მატა (37), 0:2 ფულკიე (52), 1:2, 2:2 შარლესი (67, პენ, 80)

0.110155