ლევან ფანცულაიამ საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის ფინალის მე-2 პარტიაში რევანში აიღო და გიგა ყუფარაძე შავი ფიგურებით დაამარცხა.
ყაიმით დაასრულეს შეხვედრა დავიდ არუთინიანმა და ლუკა პაიჭაძემ. ამრიგად, ორივე მატჩი ყაიმით დასრულდა ანგარიშით 1:1 და ხვალ 12 საათზე გაიმართება ტაი-ბრექი საპრიზო სამეულის გასარკვევად.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის დებულების თანახმად, პირველ სამ ადგილზე გასული მონაწილეები ევროპის ჩემპიონატზე დაფინანსდებიან.
gcf.org.ge