საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა "ფერენცვაროშის" რიგებში პირველი გოლი გაიტანა. ქართველი ლეგიონერის გუნდი უნგრეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში "დებრეცენს" ესტუმრა და 1:2 წააგო. შეხვედრაში პირველი გოლი დვალმა 29-ე წუთზე გაიტანა, ხოლო მასპინძლებმა 83-ე და 93-ე წუთებზე მოახერხეს გატანა.
ლაშა "ფერენცვაროშს" მიმდინარე წლის იანვარში "პოგონიდან" შეუერთდა და მესამე მატჩი ჩაატარა. დვალის გუნდი უნგრეთის პირველ ლიგას 43 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევრებს ცხრა ქულით უსწრებს.