ფეხბურთი

16:32 | 16.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კონდოგბიას სასჯელი ემუქრება

ესპანური „ვალენსიას“ ნახევარმცველი ჟოფრეი კონდოგბია შესაძლოა დაისაჯოს. ფრანგმა ფეხბურთელმა ევროპა ლიგის 1/16 ფინალში „სელტიკთან“ მატჩის 83-ე წუთზე ყვითელი ბარათი დროის გაყვანისთვის მიიღო.

კონდოგბიასთვის ეს მესამე გაფრთხილება გამოდგა მიმდინარე სეზონში ევროტურნირებზე და შემდეგ თამაშის გამოტოვება მოუწევს. აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის „ღამურები“ გლაზგოელებს 2:0 ამარცხებდნენ და უეფაში ეჭვი აქვთ, რომ ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი განზრახ მიიღო.

აღნიშნულ საკითხზე ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყების სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს და არაა გამორიცხული კონდოგბიას ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცენ.

შეგახსენებთ, რომ ზუსტად იგივე ემუქრება სერხიო რამოსს, რომელმაც ყვითელი ბარათი „აიაქსთან“ შეხვედრის ბოლო წუთებში მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116898