ავტოსპორტი

2:58 | 16.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარის“ საიუბილეო SF90

„ფერარიმ“ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი წარმოადგინა, რომელსაც კომპანიის დაარსებიდან 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახელად SF90 ეწოდა. რა ტქმა უნდა, ავტომობილი წითელია, მაგრამ შარშანდელი წითელი მეტალიკი, მქრქალმა წითელმა შეცვალა, რომელსაც შავი ფერის აქცენტები შეუხამეს. და ამ ყველაფრით, ავტომობილი რადიკალურად განსხვავებულ ფორმაში გამოეწყო.

თუმცა მთვარი ეს არაა. კომპანიამ ახალი ბოლიდი, წინას (SF71H) ევოლუციურ ვერსიად წარმოადგინა. თუმცა გუნდის ახალი შეფი მატია ბინოტო აღიარებს, რომ ინჟინრების ამოცანას, მაქსიმალურად „ექსტრემალური“ ავტომობილის შემუშავება წარმოადგენდა.

„2018 წელს ჩვენ მართლა კარგი მიღწევები გვქონდა და ეს ავტომობილი სწორედ შარშანდელის უფრო განვითარებული ვერსიაა. ეს არ არის რევოლუცია. ჩვენ ვცადეთ, თამასა მაღლა აგვეწია, უფრო მაღალ დონეზე გავსულიყავით და ის რაც შეიძლება, ექსტრემალური ყოფილიყო“, - განაცხადა ბინოტომ.

ახალმა ტექნიკურმა რეგლამენტმა, წინა ფრთის გამარტივება მოითხოვა, რის გამოც, ინჟინრებმა ის მაქსიმალურად, 2 მეტრამდე გააფართოვეს. ეს კი ავტომობილის კვალის სიგანეა. უკანა ფრთა 70 მილიმეტრით მაღალი და 100 მილიმეტრით განიერია. ამდენივეთი დაგრძელდა ფრთების ვერტიკალური დაბოლოებები, რომლებიც LED ნათურებითაა ეკიპირებული. იტალიურ გუნდს სხვა სიახლეები არ დაუზუსტებია.

ახალ სეზონში, გერმანელ სებასტიან ფეტელს პარტნიორობას მონაკოელი შარლ ლეკლერი გაუწევს, რომელიც „ალფა რომეოდან“ გადმოვიდა. ლეკლერმა ადგილი „ფერარის“ ჯერჯერობით ბოლო ჩემპიონს, ფინელ კიმი რაიკონენს გაუცვალა.

0.133121