სხვა

1:25 | 16.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

წიკლაურის 52-ე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე

14 თებერვალს შვედურ ორეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქალთა გიგანტური სლალომი გაიმართა. საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრმა ნინო წიკლაურმა პირველად მის კარიერაში პირველ ცდაზე კვალიფიკაცია წარმატებით გაიარა და საბოლოოდ, 52-ე ადგილი დაიკავა.

მსოფლიო ჩემპიონი სლოვაკი პეტრა ვლჰოვა გახდა. ვერცხლის მედალი გერმანელმა ვიქტორია რებენსბურგმა მოიპოვა. იგი პირველი ცდის შემდეგ ლიდერობდა, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებულთან 0.14 წამი წააგო. ბრინჯაოს მედლის მფლობელი ამერიკელი ვარკვლავი მიკაელა შიფრინი გახდა 0.28 წამიანი ჩამორჩენით.

წიკლაური პირველი ცდის შემდეგ 58-ე იყო, მეორე ცდაზე კი 50-ე შედეგი აჩვენა და ჯამში ჩემპიონს 14.83 წამით ჩამორჩა.

შაბათს, 16 თებერვალს სლალომი გაიმართება და ქართველ სამთო-მოთხილამურეს ტრასაზე კიდევ ერთხელ ვიხილავთ.

0.116918