დედაქალაქურმა “საბურთალომ” შეკრებაზე კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი რუსეთის პრემიერლიგის “ახმატს” გაეჯიბრა და 1:2 დამარცხდა. პირველი ნახევარი გროზნოს კლუბის გამარჯვებით დასრულდა – გატანილი გოლით თავი ბრაზილიელმა ფორვარდმა სილვამ გამოიჩინა.
მეორე ტაიმში აბლაინ მბენგმა ორამდე გაზარდა სხვაობა, 62-ე წუთზე კი ლევან კაკუბავამ მინიმუმამდე შეამცირა ანგარიში. საბოლოოდ, შეხვედრა ამავე შედეგით დასრულდა.
საბურთალოელები თურქულ შეკრებას 18 თებერვალს ყაზახეთის “კაისართან” მატჩით დაასრულებენ.
საბურთალო: მიგინეიშვილი, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, ლაკვეხელიანი, დიასამიძე, გი, გორგიაშვილი, ვაგნერი, კოხრეიძე, გოშთელიანი.
შეცვლაზე შევიდნენ: მალი, ალთუნაშვილი, ცნობილაძე, თევზაძე, გვარაძე, შინდაგორიძე, როლოვიჩი, დვალიშვილი.
დღესვე თურქულ შეკრებაზე მყოფმა “საბურთალო”-2-მა პირველი ამხანაგური მატჩი შვეიცარიის ქვედალიგელ “თალვილთან” გამართა და თემურ გაბუნიას გოლით მეტოქე 1:0 დაამარცხა. აღნიშნული გოლი გაბუნიასთვის პირველი გამოდგა “საბურთალოს” შემადგენლობაში.
მთავარმა მწვრთნელმა რევაზ გოცირიძემ შეკრებაზე მყოფ თითქმის ყველა ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. მორიგ საკონტროლო მატჩს თბილისელები 18 თებერვალს გამართავენ.
საბურთალო (პირველი ტაიმი): მეგრელიშვილი, ტაბატაძე, ბერიძე, ბერაია, ს. აბულაძე, ნონიკაშვილი, ნ. აბულაძე, კვეტენაძე, ფოჩხუა, გობრონიძე, გულიაშვილი.
საბურთალო (მეორე ტაიმი): მეგრელიშვილი (ლეჟავა 75), ჭანტურიშვილი, ფურცელაძე, ავლოხაშვილი, ხარაიშვილი, ტალახაძე, ჯინჯოლავა, ღლონტი, აფციაური, გაბუნია, გოჩოლეიშვილი.
"საბურთალოს" პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კაია,ლიგაზე მაინტერესებს რას იზამენ
ძაან მინდა ლიგის საკვალიფიკაციოში შეგხვდეთ და მაგრა დაგარჭოთ
ვალენსიას არ შეხვდეთ