ფეხბურთი

22:48 | 15.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ევროპა ლიგის ბურთი კატასტროფაა"

იტალიური „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ევროპა ლიგის ბურთი და ქალაქ ციურიხის სტადიონი დაიწუნა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ევროტურნირების მატჩები ასეთ მოედნებზე არ უნდა ტარდებობდეს.

„ბურთი კატასტროფული იყო. თუ უეფას სურს ამ ტურნირის პროგრესი, მაშინ ბურთი უნდა შეცვალოს, ძალიან მსუბუქია. მინდვრის საფარი? - გაგვიმართლა, რომ ტრავმა არავინ მიიღო. ევროპულ ასპარეზზე ასეთ პირობებში თამაში წარმოუდგენელია“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ევროპა ლიგის 1/16 ფინალში „ციურიხი“ სტუმრად 3:1 დაამარცხა. შვეიცარიელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა ლევან ხარაბაძემ.

0.135407