ფეხბურთი

18:14 | 15.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვალვერდე "ბარსელონაში" რჩება

კატლონიის „ბარსელონამ“ და ერნესტო ვალვერდემ თანამშრომლობა განაახლეს. როგორც „ბლაუგრანას“ ვებგვერდი იტყობინება, ესპანელი სპეციალისტი გუნდს 2020 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის.

ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტის თანახმად, მხარეებს კონტრაქტის 2021 წლამდე გაგრძელების შესაძლებლობაც ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ ვალვერდემ „ბარსელონა“ 2017 წელს ჩაიბარა. მას შემდეგ გუნდს ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101757