სხვა

15:25 | 15.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ პარამოფარიკავეთა ტრიუმფი მსოფლიო თასზე

ქართველი პარამოფარიკავეების სრული ტრიუმფით წარიმართა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გამართული ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასი: ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ!

ხეცურიანმა ხმლით მოფარიკავეთა ტურნირის ფინალში უკრაინელი მეტოქე ოლენა ფედოტა 15:10 დაამარცხა და მსოფლიო თასის ტურნირებზე მე-14 ოქროს მედალი მოიპოვა.
თიბილაშვილმა გადამწყვეტ შერკინებაში ტაილანდელ ატიტაია ჩუკერდის 15:7 სძლია და 23 წლამდე ხმლით პარამოფარიკავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130954