ფეხბურთი

13:17 | 15.02.2019 | ნანახია 252 - ჯერ

ტრემულინასმა კარიერა დაასრულა

33 წლის ფეხბურთელმა ბენუა ტრემულინასმა კარიერა დაასრულა. ბენუა 2017 წლის შემდეგ უგუნდოდ იყო და კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

მცველი ბოლოს 2014-17 წლებში "სევილიას" ღირსებას იცავდა, სადაც ყველა ტურნირზე 67 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ბენუას ასევე "ბორდოში", "დინამო კიევში" და "სენტ-ენტიენში" უთამაშია.

ტრემულინასს საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ხუთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.064096
252