ჩოგბურთი

12:48 | 15.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კერბერის მე-600 გამარჯვება

მსოფლიოს მეექვსე ჩოგბურთელს, გერმანელ ანგელიკა კერბერს ექვსასი გამარჯვება დაუგროვდა. გერმანელი ჩოგბურთლი დოჰატს ტურნირზე თამაშობს, სადაც ჯერ ესტონელი ანეტ კონტავეიტი და შემდეგ ბარბარა ზაჰლაჰოვა-სტრიკოვა დაამარცხა.

კერბერზე მეტი მოგება მოქმედ ჩოგბურთელებს შორის ექვს მოთამაშეს აქვს.ქეროლაინ ვოზნიაცკი 613 მოგება, სვეტლანა კუზნეცოვა - 642, მარია შარაპოვა - 643, ელენა იანკოვიჩი - 644, ვინუს უილიამსი 796, სერენა უილიამსი - 805.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115595