ფეხბურთი

20:04 | 14.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მოურინიოს კომპენსაცია გადაუხადა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" კლუბის ყოფილ მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს და მის სამწვრთნელო გუნდს კომპენსაციის სახით 19.6 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის წარმომადგენელმა ედ ვუდვორდმა გაავრცელა.

"წითელმა ეშმაკებმა" პორტუგალიელი სპეციალისტი ბოლო 28 წლის განმავლობაში პრემიერლიგაში დაფიქსირებული წარუმატებელი თამაშის გამო გაათავისუფლა. ბოლო ხუთ წელიწადში კლუბმა კომპენსაცია დევიდ მოიესს (2014) და ლუის ვან გაალს (2016) ნაადრევად გათავისულფლებისთვის გადაუხადა.

მოურინიო "მანჩესტერში" კარიერა 2016 წელს დაიწყო. პორტუგალიელის გაწვრთნილმა გუნდმა 144 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 84 მოიგო და 29 წააგო. ჟოზე ხელმძღვანელობის დროს ინგლისურმა გუნდმა 2016/17 წლების სეზონში ევროპა ლიგა მოიგო.

0.110634