ფეხბურთი

23:27 | 14.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალისონი: "ლივერპულს" მსოფლიოში საუკეთესო ქომაგები ჰყავს"

ინგლისური „ლივერპულის“ მეკარე ალისონ ბეკერი მიიჩნევს, რომ „წითლებს“ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავთ. ამაში ბრაზილიელი შარშან დარწმუნდა, როდესაც „ენფილდ როუდზე“ „რომას“ რიგებში მოუწია თამაში.

„ენფილდზე“ მსოფლიოში საუკეთესო გულშემტკივრები არიან. მოედანზე ყოველთვის 12 მოთამაშით გავდივარ, რადგან ასეთი ქომაგები გვყავს. შარშან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში რთული თამაშები გვქონდა „ლივერპულის“ წინააღმდეგ (ალისონი „რომაში“ თამაშობდა - ავტ), მაგრამ საოცარი ამტოსფერო იყო სტადიონზე. მომწონს თამაში, როდესაც გულშემატკივრები ჩემს წინააღმდეგ ყვირიან, მაგრამ აქ სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. როდესაც კონტრაქტს ვაფორმებდი, ეს ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი გახლდათ“, - განაცხადა ალისონმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მეკარე „ლივერპულში“ 2018 წლის ზაფხულში იტალიური „რომადან“ გადავიდა. დღემდე სამხრეთ ამერიკელმა ინგლისური გუნდის მაისურით 31 თამაში ჩაატარა.

0.116305