ფეხბურთი

17:52 | 14.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსს განზრახ მიღებული გაფრთხილების გამო ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

მადრიდის „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. ამის მიზეზი „აიაქსთან“ მატჩის მიწურულს განზრახ მიღებული ყვითელი ბარათია.

რამოსი ჰოლანდიურ გრანდთან გაფრთხილების შემთხვევაში შემდეგ მატჩს გამოტოვებდა და როდესაც მისი გუნდი დაწინაურდა, ბოლო წუთებზე ყვითელი ბარათი მართლაც მიიღო. შესაბამისად, საპასუხო შეხვედრას გამოტოვებს. აღსანიშნავია, რომ ესპანელმა უკვე აღიარა, რომ მსაჯს გაფრთხილება სპეციალურად გამოსტყუა.

„შედეგს ვხედავდი და მოგატუებთ თუ ვიტყვი, რომ ყვითელი ბარათის მიღება არ მიცდია. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა განაღდებული გვაქვს, მაგრამ ზოგჯერ ფეხბურთში რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღო“, - თქვა რამოსმა.

უეფა კი ამ საკითხის განხილვას გეგმავს და არაა გამორიცხული „სამეფო კლუბის“ კაპიტანი ერთის ნაცვლად ორმატჩიანი დისკავლიფიკაციით დასაჯოს.

საინტერესოა, რომ გასულ სეზონში „რეალის“ კიდევ ერთმა მცველმა დანი კარვახალმა "აპოელთან" შეხვედრაში ასევე განზრახ მიიღო გაფრთხილება, რომ „დორტმუნდთან“ ბოლო ტურის მატჩი, რომელიც არაფერს წყვეტდა გამოეტოვებინა, მაგრამ უეფამ ორი თამაშით დასაჯა და მერვედფინალში პსჟ-სთან პირველი მატჩის გამოტოვებაც მოუწია.

0.124191