ჭადრაკი

17:00 | 14.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ყუფარაძე და ფანცულაია საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ

ლევან ფანცულაია და გიგა ყუფარაძე საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ.

ფანცულაიამ პირველივე ტაი-ბრეიქში 2:0 დაამარცხა დავით არუთინიანი. ასევე პირველივე ტაი-ბრეიქში მოიგო ყუფარაძემ მიკრო-მატჩი ლუკა პაიჭაძესთან - 1.5:0.5.
შესაბამისად, პაიჭაძე და არუთინიანი ერთმანეთს მესამე საპრიზო ადგილისთვის შეებრძოლებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის დებულების თანახმად, პირველ სამ ადგილზე გასული მონაწილეები ევროპის ჩემპიონატზე დაფინანსდებიან.

დებულება

ფოტოგალერეა

ანალიზით პარტიების პირდაპირი ჩვენება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110667