„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, „დორტმუნდთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის მოგების (3:0) შემდეგ თავისი ფეხბურთელები შეაქო, თუმცა, დასძინა, რომ სამუშაო კიდევ ბევრია.
„ვერ ვიტყოდი, რომ ვნერვიულობდით, მაგრამ მეორე ტაიმი გუნდმა გაცილებით უკეთ ჩაატარა. შესვენებაზე ფეხბურთელებს რამდენიმე სიტუაცია ვუჩვენეთ, რომლებიც სხვანაირად შეიძლებოდა განვითარებულიყო.
თავიდან გაგვიჭირდა, ბურთის კონტროლის მხრივ და უბურთოდაც. მაგრამ მეორე ტაიმი ფანტასტიკური იყო. პირველი გოლის შემდეგ კი საკუთარი თავის მეტად ვირწმუნეთ.
ჩემმა ფეხბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს, მაგრამ დორტმუნდშიც მოსაგებად უნდა წავიდეთ. შედეგი ჩინებულია, თუმცა სამუშაო კუდევ ბევრი გვაქვს. ძალიან ბედნიერები ვართ.“ - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.