თამაშგარე

11:23 | 14.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაუტეხელი ბრაზილიელი ლამაზმანი

პირმშვენიერი ბრაზილიელი მოდელი ნარა ალმეიდა, რომელიც საფეხბურთო კლუბ “კორინტიანსის“ დიდი ქომაგიც გახლავთ, შარშან გაზაფხულზე ძალიან მძიმე დიაგნოზით დააწვინეს საავადმყოფოში და ექიმები ფიქრობდნენ, რომ კუჭის სიმსივნე ამ მშვენიერ გოგოს ბოლოს მოუღებდა.

მაგრამ ნურას უკაცრავად! ნარა ალმეიდა იმაზე მაგარი ვინმე აღმოჩნდა, ვიდრე ის ეგონათ და როგორც ბოლოდროინდელი სამედიცინო კვლევები აჩვენებს, სიტუაცია აშკარა გაუმჯობესებისკენ მიდის, რაც ნარასა და მის მრავალრიცხოვან მოტრფიალებსს ცხადია ძალიან ახარებთ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “კორინტიანსის“ ქომაგობისა და უშუალო სამოდელო საქმიანობის გარდა, ნარა ალმეიდა სოციალური აქტივობითაც გამოირჩეოდა და და ჰუმანიტარულ საქმიანობებში აქტიურად იყო ჩაბმული. სიტუაცია იქითკენ მიდის, რომ ამ მშვენიერ გოგონას მომავალში კიდევ მრავალ საქმეში ჩაბმულს ვიხილავთ,

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138605