ფეხბურთი

9:51 | 14.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სოლარი: „რეალი“ ენდობა ვიდეოარბიტრს“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, სანტიაგო სოლარიმ, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში, „აიაქსთან“ მოგებული (2:1) შეხვედრა შეაფასა.

„რეალისთვის“ ეს რთული თამაში გახლდათ, მაგრამ ვიცოდით როგორ გვემოქმედა. ვითმენდით, ველოდით და შექმნილი მომენტები გამოვიყენეთ. ეს ჩვენს სიძლიერეზე მეტყველებს.

„რეალმა“ ცუდი მატჩი ჩაატარა? ეს თქვენი აზრია. ბევრი რამ იყო საჭირო წნეხის დასაძლევად და გუნდი მას გაუმკლავდა.

რაც შეეხება საკამათო ეპიზოდს, ჩვენ არ გვაქვს მონიტორები, მაგრამ ვენდობით ვიდეოარბიტრს და მსაჯებს.“ - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს FourFourTwo.

0.116356